Rustavi

Saturday, 18 May

10°
Clear

Hourly Forecast

3 Hours
10°
4 Hours
10°
5 Hours
10°
6 Hours
10°
7 Hours
10°

Wind and pressure

Wind Speed:

7 kph, NE

Pressure:

102.00 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

11°

9°

NE

76 %

7 kph

102.00 kpa

11 km

Official course
17 May 18 May
1 USD 2.7596 2.7585 -0.04%
1 EUR 3.0002 2.9910 -0.31%
100 RUB 3.0377 3.0337 -0.13%
ინდონეზიაში ვულკანი რაუნგი ამოიფრქვა
ინდონეზიაში ვულკანი რაუნგი ამოიფრქვა

ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე ვულკანი რაუნგი ამოიფრქვა. ინდონეზიის ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუირების ბრძანება გასცა - ვულკანი რაუნგი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკიდურესად გააქტიურებულია და უკევ მეხუთედ ამოიფრქვა.

ოფიციალური პირები შიშობენ, რომ შეიძლება მთა ჩამოიშალოს და ცუნამის საშიშროება გამოიწვიოს, რაც საფრთხეს შეუქმნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კუნძულ ტაგულანდანგს. მსგავსი რამ ინდონეზიაში 1871 წელს მოხდა.

"ვიზუალურმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვულკანურმა აქტივობამ მესამე დონიდან მეოთხე დონეზე აიწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია", - თქვა ინდონეზიის ვულკანოლოგიური სააგენტოს ხელმძღვანელმა ჰენდრა გუნავანმა.

ვულკანის მიმდებარე რაიონებიდან უკვე 11 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისთვის დაკეტილია უახლოესი საერთაშორისო აეროპორტი ქალაქ მანადოში, კუნძულ სულავესისზე.

"ვულკანური ფერფლის გავრცელების გამო ასაფრენი ბილიკები დაიფარა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ფრენის უსაფრთხოებას", - თქვა მანადოს რეგიონის აეროპორტის ოფისის ხელმძღვანელმა ამბარ სურიოკომ . დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ინდონეზიის კატასტროფების შერბილების ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ მოსახლეობა დროებით უახლოეს ქალაქ მანაოში გადაჰყავთ.

ინდონეზიისთვის დამახასიათებელია სეისმური და ვულკანური აქტივობა. რაუნგი მისი ერთ-ერთ ყველაზე აქტიური ვულკანია. (სიმაღლე 3332 მ). აგებულია ანდეზიტებითა და ბაზალტური ლავებით. მწვერვალზე გამომუშავებულია 2 კმ დიამეტრის კალდერა, რომლის სიღრმე 600 მ-მდეა. კალდერის ფსკერზე არის მეორე თანრიგის მცირე ზომის ვულკანური კონუსი. უძველესი ამოფრქვევა დაფიქსირებულია 1586 წელს. კატასტროფული ამოფრქვევები დაფიქსირდა აგრეთვე 1586-1817 წწ. შორის. უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 2015 წელს.

2018 წელს ვულკან ანაკ კრაკატაუს ამოფრქვევამ სუმატრასა და ჯავის სანაპიროებზე ცუნამი გამოიწვია, რის შედეგადაც 430 ადამიანი დაიღუპა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
18 მაისამდე საქართველოში გრილი, ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
18 მაისამდე საქართველოში გრილი, ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
გაიგეთ, როდის იწვიმებს თბილისსა და სხვა ქალაქებში
გაიგეთ, როდის იწვიმებს თბილისსა და სხვა ქალაქებში
ბრაზილიაში უხვ ნალექს 83 ადამიანი ემსხვერპლა
ბრაზილიაში უხვ ნალექს 83 ადამიანი ემსხვერპლა
როგორი ამინდი იქნება თბილისში უახლოეს დღეებში
როგორი ამინდი იქნება თბილისში უახლოეს დღეებში

კილომეტრი
მილი
USD
GEL