თბილისი

სამშაბათი, 25 ივნისი

22°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

4 საათი
21°
5 საათი
21°
6 საათი
20°
7 საათი
21°
8 საათი
23°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

35 kph, NW

წნევა:

100.70 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

23°

22°

NW

73 %

35 kph

100.70 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
25 ივნ 26 ივნ
1 USD 2.8031 2.8357 1.16%
1 EUR 3.0069 3.0410 1.13%
100 RUB 3.1999 3.2270 0.85%
ალასკაში მდინარეები ნარინჯისფერი გახდა - კლიმატური ცვლილების გავლენა გარემოზე
ალასკაში მდინარეები ნარინჯისფერი გახდა - კლიმატური ცვლილების გავლენა გარემოზე

მედიის ცნობით, ალასკაში ათობით მდინარე და ნაკადული ნარინჯისფერი გახდა, რაც კლიმატის ცვლილებას უკავშირდება.

მეცნიერთა განმარტებით, გაყინული ნიადაგის ზედაპირის დნობა მასზე დიდი ხნის განმავლობაში "გამომწყვდეულ" სხვადასხვა მინერალებს ათავისუფლებს, შემდეგ ისინი წყლის ნაკადებს უერთდებიან, რაც მდინარეების ფერის შეცვლას იწვევს.

"ეს კლიმატური ცვლილების მოულოდნელი გავლენაა, რომლის გამოც ჩვენს ყველაზე ხელუხლებელ მდინარეებზეც კი ვხედავთ ცვლილებებს", - თქვა კვლევის ავტორმა და კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის გარემო ტოქსიკოლოგიის მკვლევარმა, პროფესორმა ბრეტ პულინმა.

ყინულის დნობა მინერალებს ჟანგბადთან კონტაქტის საშუალებას აძლევს, რაც წყლის მჟავიანობას ზრდის და მასში ისეთ ლითონებს ხსნის, როგორებიცაა თუთია, სპილენძი, კადმიუმი და რკინა. სწორედ რკინა აძლევს მდინარეებს ასეთ ელფერს, რომელიც სატელიტური სურათებიდანაც კი ჩანს.

ამ ფენომენის შესწავლა პირველად 2018 წელს დაიწყეს, როცა მკვლევრებმა ჩრდილოეთ ალასკაში რძისფერ-ნარინჯისფერი მდინარეები შენიშნეს. სახეშეცვლილი მდინარები მკვეთრად განსხვავდებოდა წინა წლის კამკამა წყლებისგან.

მკვლევრების თქმით, ბოლოდროინდელი კვლევა ხაზს უსვამს სასმელი წყლის პოტენციურ დეგრადაციას და მავნე გავლენას წყლის ბინადრებზე. ამის ერთ-ერთი მაგალითი ისაა, რომ ერთი წლის განმავლობაში მდინარე აკილიკის შენაკადში ორი ადგილობრივი თევზის სახეობა საერთოდ გაქრა.

არქტიკაში წყალი ჟანგისფერი შეფერილობის ზაფხულობით, ივლისსა და აგვისტოში ხდება.

"ეს ის ტერიტორიაა, რომელიც 2-3-ჯერ უფრო სწრაფად თბება, ვიდრე პლანეტის დანარჩენი ნაწილი, ამიტომ ჩვენ ამგვარი ეფექტების გაგრძელებას მომავალშიც მოველით"- აცხადებს მკვლევარი სკოტ ზოლკოსი.

ანა სიბოშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
საქართველოში ამინდი გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო საფრთხის დონეს საშუალოდ აფასებს
საქართველოში ამინდი გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო საფრთხის დონეს საშუალოდ აფასებს
16 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში კვლავ სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
16 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში კვლავ სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
სიცხე და წვიმა ელჭექით - ამინდის პროგნოზი საქართველოს რეგიონების მიხედვით
სიცხე და წვიმა ელჭექით - ამინდის პროგნოზი საქართველოს რეგიონების მიხედვით

კილომეტრი
მილი
USD
GEL