თბილისი

კვირა, 16 ივნისი

30°
ნაწილობრივ მზიანი

ამინდი საათების მიხედვით

17 საათი
31°
18 საათი
31°
19 საათი
30°
20 საათი
28°
21 საათი
26°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

4 kph, N

წნევა:

101.00 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

31°

30°

N

42 %

4 kph

101.00 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
14 ივნ 15 ივნ
1 USD 2.8693 2.8688 -0.02%
1 EUR 3.0991 3.0682 -1.0%
100 RUB 3.2665 3.2115 -1.68%
ალასკაში მდინარეები ნარინჯისფერი გახდა - კლიმატური ცვლილების გავლენა გარემოზე
ალასკაში მდინარეები ნარინჯისფერი გახდა - კლიმატური ცვლილების გავლენა გარემოზე

მედიის ცნობით, ალასკაში ათობით მდინარე და ნაკადული ნარინჯისფერი გახდა, რაც კლიმატის ცვლილებას უკავშირდება.

მეცნიერთა განმარტებით, გაყინული ნიადაგის ზედაპირის დნობა მასზე დიდი ხნის განმავლობაში "გამომწყვდეულ" სხვადასხვა მინერალებს ათავისუფლებს, შემდეგ ისინი წყლის ნაკადებს უერთდებიან, რაც მდინარეების ფერის შეცვლას იწვევს.

"ეს კლიმატური ცვლილების მოულოდნელი გავლენაა, რომლის გამოც ჩვენს ყველაზე ხელუხლებელ მდინარეებზეც კი ვხედავთ ცვლილებებს", - თქვა კვლევის ავტორმა და კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის გარემო ტოქსიკოლოგიის მკვლევარმა, პროფესორმა ბრეტ პულინმა.

ყინულის დნობა მინერალებს ჟანგბადთან კონტაქტის საშუალებას აძლევს, რაც წყლის მჟავიანობას ზრდის და მასში ისეთ ლითონებს ხსნის, როგორებიცაა თუთია, სპილენძი, კადმიუმი და რკინა. სწორედ რკინა აძლევს მდინარეებს ასეთ ელფერს, რომელიც სატელიტური სურათებიდანაც კი ჩანს.

ამ ფენომენის შესწავლა პირველად 2018 წელს დაიწყეს, როცა მკვლევრებმა ჩრდილოეთ ალასკაში რძისფერ-ნარინჯისფერი მდინარეები შენიშნეს. სახეშეცვლილი მდინარები მკვეთრად განსხვავდებოდა წინა წლის კამკამა წყლებისგან.

მკვლევრების თქმით, ბოლოდროინდელი კვლევა ხაზს უსვამს სასმელი წყლის პოტენციურ დეგრადაციას და მავნე გავლენას წყლის ბინადრებზე. ამის ერთ-ერთი მაგალითი ისაა, რომ ერთი წლის განმავლობაში მდინარე აკილიკის შენაკადში ორი ადგილობრივი თევზის სახეობა საერთოდ გაქრა.

არქტიკაში წყალი ჟანგისფერი შეფერილობის ზაფხულობით, ივლისსა და აგვისტოში ხდება.

"ეს ის ტერიტორიაა, რომელიც 2-3-ჯერ უფრო სწრაფად თბება, ვიდრე პლანეტის დანარჩენი ნაწილი, ამიტომ ჩვენ ამგვარი ეფექტების გაგრძელებას მომავალშიც მოველით"- აცხადებს მკვლევარი სკოტ ზოლკოსი.

ანა სიბოშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
უახლოეს საათებში თბილისში სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
უახლოეს საათებში თბილისში სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
ატმოსფერულ ჰაერში კვლავ მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება
ატმოსფერულ ჰაერში კვლავ მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება
"მსოფლიო ჯოჯოხეთური კლიმატის გზაზეა, რადგან პლანეტა ბოლო 12 თვეა უპრეცედენტო სიცხეს უძლებს" - გაერო-ს ხელმძღვანელი
"მსოფლიო ჯოჯოხეთური კლიმატის გზაზეა, რადგან პლანეტა ბოლო 12 თვეა უპრეცედენტო სიცხეს უძლებს" - გაერო-ს ხელმძღვანელი
რიკოთზე გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო შეზღუდული ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
რიკოთზე გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო შეზღუდული ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

კილომეტრი
მილი
USD
GEL