ხუთშაბათი, 14 ნოემბერი
ქარის სიჩქარე:
0 kph, CLM
წნევა:
102.60 kpa
ტემპერატურის მგრძნობელობა:
ქარში მგრძნობელობა:
ტენიანობა:
ხილვადობა:
9°
8°
CLM
87 %
0 kph
102.60 kpa
16 km
13 ნოე | 14 ნოე | ||
1 USD | 2.7329 | 2.7374 | 0.16% |
1 EUR | 2.9018 | 2.9058 | 0.14% |
100 RUB | 2.7854 | 2.7753 | -0.36% |
წვიმიანი ამინდი დიდ გავლენას ახდენს ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ეს რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. გაგაცნობთ რამდნიმე მათგანს:
სინათლის დონის გავლენა
წვიმიანი ამინდის დროს, როგორც წესი, სინათლის დონე მცირდება. ეს კი პირდაპირ მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მზის შუქის ნაკლებობა ამცირებს სხეულის მიერ სეროტონინის გამომუშავებას. ეს კი გახლავთ ნივთიერება, რომელიც განწყობის სტაბილიზაციას უწყობს ხელს. კვლევები აჩვენებს, რომ ღრუბლიანობის დროს ორგანიზმში იზრდება მელატონინის დონე, რაც ხშირად იწვევს სიზარმაცეს და დაღლილობას. ამ ფაქტორს შეუძლია შეამციროს ფიზიკური აქტივობის მოტივაცია და სურვილი, რაც, თავის მხრივ, იწვევს მოწყენილობას და ენერგიის ნაკლებობას.
სეზონური აფექტური აშლილობა (SAD)
სეზონური აფექტური აშლილობა არის დეპრესიის ტიპი, რომელიც ჩნდება წლის ცივ და წვიმიან პერიოდში. ეს მდგომარეობა გამოწვეულია მზის შუქის ნაკლებობით, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ბიოლოგიურ რიტმებზე. SAD-ის მქონე ადამიანებისთვის წვიმიანი ამინდები შეიძლება გახდეს დამატებითი სტრესის და დეპრესიის მიზეზი, რაც მეტად აისახება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
წვიმის ხმა და ფსიქო-ემოციური რეაქციები
მიუხედავად იმისა, რომ წვიმიანი ამინდი, ზოგადად, უარყოფითად მოქმედებს ადამიანების უმეტესობაზე, წვიმის ხმას ხშირ შემთხვევაში დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს. წვეთების ხმაურს უწოდებენ თეთრ ხმაურს, რომელიც ხშირად ხელს უწყობს მოდუნებას და სტრესის შემცირებას. ეს ხმები, განსაკუთრებით, როცა თან ახლავს სითბო და კომფორტი, ადამიანს ფსიქოლოგიური ბალანსის შენარჩუნებაში და სიმშვიდის განცდაში ეხმარება.
შემოქმედებითი განწყობის ზრდა
წვიმიანი ამინდით გამოწვეული წყნარი გარემო და იზოლაციის განცდა ხშირად ხელს უწყობს შემოქმედებით აქტივობას. ბევრი ადამიანი ასეთ ამინდში უფრო მეტად ფოკუსირებულია საკუთარ გრძნობებსა და აზრებზე. ამის გამო, წვიმიანი დღეები შეიძლება იყოს შთაგონების წყარო მწერლებისთვის, მხატვრებისთვისა და შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის. ინტროვერტი ადამიანები, რომლებსაც სიამოვნებთ მშვიდი და დახურული სივრცეები, ასეთ დროს კიდევ უფრო მეტ შინაგან სიმშვიდეს გრძნობენ.
როგორც ჩანს, წვიმიან ამინდს მრავალმხრივი გავლენა აქვს ადამიანის განწყობასა და ზოგად, ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მის ხასიათსა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.